Wednesday, March 20, 2013

პროექტის სახელწოდება
ლიტერატურული საღამო; ვაჟა-ფშაველას ცხოვრების გზა.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით
ვაჟა- ფშაველას ბიოგრაფიის გაცნობა /შესწავლა/
პროექტის  აქტუალობა
მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ დიდი მწერლის შესახებ,მით უმეტესი,იგი გორში სწავლობდა სამასწავლებლო სემინარიაში.მწერალი დაახლოებული იყო გორის ხალხოსანთა წრესთან
პროექტის მიზნები
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიული ცნობების ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება,ექსკურსია ჩარგალში,მის სახლ-მუზეუმში.იმ გზის რუკის შედგენა,რომელსაც იგი გადიოდა ჩარგლიდან თბილისში;ვაჟა-ფშაველას ბრძნული გამონათქვამების  მოძიება,დიდი მწერლების გამონათქვამების მოძიება ვაჟა-ფშაველაზე და მის შემოქმედებაზე.
მოსწავლეთა ასაკი
15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა/
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ბავშვები გაეცნობიან და შეიყვარებენ ამ დიდი მწერლის შემოქმედებას,მოსწავლეებმა შესაძლოა გააკეთონ ალბომი,ჩანახატი,ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.უკეთ  გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვირეობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
დამხმარე ლიტერატურა,ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი,აქტივობები)
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულს მიეცემა ინდივიდუალური დავალება;1)მწერალზე არსებული ლექსების შეგროვება. 2)ბრძნული გამონათქვამების მოძიება.3)ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამუშავება.4)ლიტერატურული საღამოს ჩატარებისათვის გეგმის შემუშვება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ლიტერატურაში განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნაერებს:წერას,კითხვას, მოსმენას,საუბარს.გაიღრმავებენ ცოდანას ხელოვნებაში-პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით,ისტ-ის ტექნოლოგიებში-ინტერნეტიდან მასალების მოძიება  დამუშავებით.
პროექტის ხელმძღვანელი
ნანა მელიქიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი+

No comments:

Post a Comment