Saturday, April 2, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტი - "წელიწადის დრონი"

 ცხრა დღის განმავლობაში პროექტებით სწავლებამ  საშუალება მოგვცა დავფიქრდეთ როგორ წარვმართოთ უკეთესად სასწავლო პროცესი.როგორ განუვითაროთ მაღალი სააზროვნო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რომელსაც შემდგომ გამოიყენებს.

Sunday, March 27, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები,გავეცანით ფასილიტაციის მეთოდებს და ნიმუშებს.გავაკეთე ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში და შევინახე პორტფოლიოში.გეგმაში შევიტანე ცვლილებები და სრულვყავი,

Friday, March 25, 2016

მე-7 დღის რეფლექსია


მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...კერძოდ,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები ავტვირთეთ ბლოგზე,რათა კოლეგას შეეფასებინა  პროექტის რუბრიკის მიხედვით.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

Sunday, March 20, 2016

მე-6 დღე

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ... მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენი ელექტრონული სავარჯიშო,რომელიც მოსწავლეს დააფიქრებს პროექტის საკვანძო საკითხებზე.ასევე შევქმენი ჩეკლისტი,რომელიც ბავშვს დაეხმარება თანმიმდევრულად ააწყოს ელექტრონული სავარჯიშო.

Saturday, March 19, 2016

მე-5 დღე

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.კერძოდ ჩავსვით ტრენერის ბლოგი,განვათავსეთ პროექტის პრეზენტაცია,შევაფასეთ პრეზენტაციები მიმართულების მიმცემი  საკვანძო სიტყვებით.ინტერნეტიდან მოძიებული მასალის საავტორო უფლების დაცვა და ასევე როგორ ვიპოვოთ და დავიმახსოვროთ პროექტისათვის  საიტები და ზუსტი ინფორმაცია ბრჭყალების გამოყენებით.

Sunday, March 13, 2016

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას,რაც გვიბიძგებს აქტივობის მრავალფეროვნებას.შევქმენი წინაერე  ცოდნის შესაფასებელი  და ასევე ვ. მ. ვ.სქემა მით დავადგენ ჩემი მოსწავლეების საბაზისო ცოდნას.პროექტისათვის შევქმენი სლაიდები pover pointshi

Saturday, March 12, 2016

მე-3 დღე

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.ზუსტად ავიღე ის საგნები,რომლებიც  ჩემი პროექტისთვის იყო საჭირო. გავეცანი მიზნების ორიენტირებულ აქტივობების გაწერას და მოსწავლის ძირითად ცნებებზე,საკვანძო საკითხებზე გავაკეთეთ აქცენტი.